იაგო მიქელაძე (1976-2008)
რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენოსანი. იაგო მიქელაძე, ცხინვალის მისადგომებთან 8 აგვისტოს დაიჭრა,მოგვიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დაკრძალულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რამინ ცინარიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.