ალექსანდრე თანდაშვილი (1971-2008)

რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, მე-4 ქვეითი ბრიგადის კაპიტანი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანი. მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილის აქციაში, სადაც მოიწამლა. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. ომის შემდეგ სასაზღვრო ჯარში დაიწყო მუშაობა. დაიღუპა 2008 წლის 8 აგვისტოს. დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.