პაატა ნათენაძე (1959-1992)

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (აფხაზეთი) პირველი დაღუპული მებრძოლი. თბილისის სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი, პოლიციის მაიორი. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით სოფელ არადუში, აფხაზეთის ომის დაწყების მეორე დღესვე. დაკრძალულია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი დონი ფანჩულიძის გვერდიდან.