ნოდარ ტაბიძე (1931-2016)

მწერალი და პუბლიცისტი, თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი და მისი შემოქმედების მკვლევარი. წლების განმავლობაში იყო თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი. დაჯილდოებულია გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.