შოთა მანაგაძე (1901-1977)

კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია და სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1919-35 წლებში მუშაობდა თეატრის მსახიობად და რეჟისორად (მოსკოვი, თბილისი, ქუთაისი). 1935 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.