მიხეილ კალატოზიშვილი (კალატოზოვი) (1903-1973)

კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1969). კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი „მათი სამეფო“ (1928). შემდეგ გადაიღო ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“, 1930). 1933 წელს კალატოზიშვილი შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში. 1934-36 წლებში იყო სახკინმრეწვის დირექტორი. დაკრძალულია მოსკოვში.