ვასილ არჩვაძე (1959-2020)

ქირურგი, თსსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საპატიო გამომგონებელ – რაციონალიზატორი.

1981 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ინტერნი; 1982–1984წწ. ამავე კათედრის ორდინატორი; 1985–1988წწ. ასპირანტი; 1988-2001წწ. თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 2001-2006წწ. თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის დოცენტი; 2006-2014წწ. N2 ქირურგიული დეპარტამენტის ზოგადი ქირურგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მამუკა გოგიტიძემ.