გიორგი მესტიაშვილი (1898-1968)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). ფთიზიატრი, მეცნიერული და პრაქტიკული ფთიზიატრიის ერთ-რთი ფუძემდებელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1924 წელს. 1938-1968წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის გამგე; 1943 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი კლინიკური საავადმყოფო, რომლის მთავარი ექიმი თვითონ იყო (1950 წლამდე); შეისწავლიდა ფილტვის კავერნის ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას; ტუბერკულოზისა და მალარიის ურთიერთგავლენას; ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობას ხელოვნური პნევმოთორაქსით; პირველად საქართველოში შეისწავლა ტუბერკულოზის მიკრობაქტერიების წამლების მიმართ რეზისტენტობის ბიოლოგიური თვისებები; ტუბერკულოზური პროცესის ადრეული გამოვლინებანი; შემოიღო "მანტუს გრადუირებული სინჯის" მეთოდი.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.