შოთა გამყრელიძე (1922-2015)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს. 1948-1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი; 1953–1954წწ. სოხუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954–1959წწ. რესპუბლიკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1959–1973წწ. მთავარი ექიმი; 1973–1992წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.