ექიმი, ღარიბთა და უპოვართა მკურნალი და შემწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
დაიბადა გორში, დაამთავრა თბილისის გიმნაზია და პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. საქართველოში დაბრუნებამდე მუშაობდა სერბეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში. უფასოდ მკურნალობდა ღარიბებს, ხელს უწყობდა უფასო სასადილოებს,სამკითხველოებს. 1893 წელს თბილისის განაპირას 40 ჰექტარზე გააშენა ტყე-პარკი, რომელიც გაიხსნა 1896 წელს.
1907 წელს ტერაქტი მოუწყვეს შავრაზმელებმა, ესროლეს სამი ტყვია და ადგილზე გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.