ომარ ჭკადუა (1949-2020)

მედიცინის დოქტორი, სპორტის ოსტატი სამბოსა და თავისუფალ ჭიდაობაში. ომარ ჭკადუა 12 წლის განმავლობაში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი იყო, მოგვიანებით კი მშობლიურ მესტიას დაუბრუნდა და ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძო მოღვაწეობა. 12 ათასზე მეტი წარმატებული ოპერაცია და უამრავი გადარჩენილი პაციენტი – ასეთია ომარ ჭკადუას კარიერა. დაკრძალულია მესტიაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ გაზდელიანმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.