დავით მამამთავრიშვილი (1905-1980)

ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1945), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1955). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს. 1942-1950წწ. მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის ფრონტის, შემდეგ კი, 1950-მდე, ამიერკავკასიის სამხრედრო ოლქის მთავარ ქირურგად. 1950-1953 წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი, 1954 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1954-1959წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.