ნოდარ ბოხუა (1941-1995)

ქირურგ–ანგიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1985), პროფესორი(1985), საქართველოს მთავარი ანგიოლოგი (1982-), საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1982 წლიდან იყო თბილისში სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, 1988–1990წწ. სსრკ–არაბეთის ერთობლივი წარმოების სამეცნიერო–პრაქტიკული და სასწავლო ცენტრის "ანგიოს" გენერალური დირექტორი. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.