კალენიკე აბულაძე (1897-1972)

საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1925 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. მთელი ცხოვრება მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ნერვიული პათოლოგიის ლაბორატორიაში. იყო მისი უფროსი. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, ბლოგოსლოვენსკის სასაფლაოზე, გმირთა ხეივანში.