სიმონ გოგიტიძე (1972-1927)

გამოჩენილი პირველი ქართველი პედიატრი. დაიბადა სოფელ ჭალაში (მახარაძის რაიონი). 1897 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ჩერნოვის (კიევი) სკოლის წარმომადგენელი. სადისერტაციო შრომა - „О переходе пищевого жира в молоко“ (1904). პროფესორი, ქართული პედიატრიული სკოლის ფუძემდებელი და პედიატრიული სამსახურის პირველი ორგანიზატორი საქართველოში, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პედიატრიული კათედრის გამგე, ოდესის პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზატორი. დაკრძალულია ვერის ბაღში.