პიმენ ყურაშვილი (1912-1967)

პედიატრი დაიბადა სოფელ ალივში (ცაგერის რაიონი). 1935 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდტი, სადისერტაციო შრომა - "კვების ქრონიკული მოშლილობის ზოგიერთი საკითხის შესწავლისათვის ბავშვთა ასაკში (კლინიკის მასალების მიხედვით)" (1942). დოცენტი. საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.