რუსუდან ნიკოლაძე (პოლიევქტოვი) (1884-1981)

ქიმიკოსი, ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი, პროფესორი და დამსახურებული მეცნიერი.

დაამთავრა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი 1909 წელს; პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს. 1909-1917წწ. მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. რუსეთის იმპერიაში პირველი ქალი, რომელმაც "საუნივერსიტეტო ნიშანი" მიიღო. 

მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე. 1933-1974წწ. იყო ამ კათედრის გამგე. პროფესორი (1933). იგი მუშაობდა არაორგანული ქიმიის საკითხებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო, მეთოდური და მემუარული ნაშრომისა. 1970 წელს დ. გვარამაძესთან ერთად შეადგინა ქიმიის ტერმინოლოგია.

დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.