ლეონარდ მძინარიშვილი (1938-2022)

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს; ასპირანტური - 1964 წელს. 1964-1986წწ. - თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის N3 კათედრის გამგე; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის მიმართულების ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა ტოპოლოგია.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა პაატა მძინარიშვილმა.