ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული უმაღლესი საატესტაციო კომისია, ბიოლოგიის სექცია, თავმჯდომარე, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
1963 წლიდან ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. მოვლილი აქვს დედამიწის ყველა ბუნებრივი ზონა; გადაცემა "ბუნების კარს" უძღვებოდა 32 წლის განმავლობაში საქართველოს "პირველი არხის" ტელევიზიით.
დაკრძალულია თბილისში - ჯიქიას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა.