აკაკი დავითიანი (1924-1980)

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს. 1947-1948წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის, ისტორიულ და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1948-1954წწ. მასწავლებელი მესტიის რაიონსა და თბილისის სკოლებში; 1954-1956წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1955-1960წწ. საქართველოს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1960 წლიდან სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედგოგიურ ინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე;

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.