პოლიკარპე ჯაჯანიძე (1910-1977)

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1932 წლიდან დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 1940 წლიდან მუშაობს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წლიდან არის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენათა ფაკულტეტის დეკანი. 1952-1957 წლებში - ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

დაკრძალულია ქუთაისში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ლოლიტა ჭოლაძემ.