ენათმეცნიერი, პედაგოგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ლინგვისტური განყოფილება 1927 წელს. 1933-1958წწ. მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად, გამგედ; 1938-1958წწ. იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიურ ენათა კათედრის გამგე. იკვლევდა ქართველური და აფხაზურ-ადიღეური ენების გრამატიკული სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მის გვერდით დაკრზალულია მეუღლე, აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.