ქსენია ცხაკაია (1900-1982)

მცენარეთა ფიზიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი (1962) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1965).

1936 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება მცენარეთა ანატომიის, ფიზიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის საკითხებს.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.