ვენორი ქვაჩახია (1925-1982)

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი ფილოსოფიის სპეციალობით - 1952 წელს. 1961 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისი ინიციატივით დაარსებული გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის გამგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იკვლევდა ლოგიკის, ესთეტიკის, ზოგადი და გამოყენებითი სოციოლოგიის პრობლემებს. ავტორია 70-ზე მეტი მეცნიერული და პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაშრომისა, მონაწილეობდა სოციოლოგთა მსოფლიო კონგრესებში.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.