როლანდ საბაშვილი (1935-1999)

გამომგონებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. რუსეთის აგრარული აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა ბორჯომში. იყო ეკოლოგიის საერთაშორისო აკადემიის წევრი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული გამომგონებელი. დაკრძალულია ბორჯომის ცენტრალურ სასაფლაოზე. მის გვერდით განისვენებს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი ნინო დვალიშვილი (1908-1972)