ინგუშა მშვენიერაძე (1930-2019)

ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. სტუ პროფესორი. 1987 წლიდან სტუ-ს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა; იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კოლეგიის წევრი; მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს მსოფლიოში დომინირებული "ნაგებობათა საიმედობის თეორია (ალბათური ინტერპრეტაციით) სამშენებლო პროექტირებაში"; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მიენიჭა აკადემიური წოდება ემერიტუსი. დაკრძალულია თბილისში. დიდუბის პანთეონში, მამის - დომენტის გვერდით.