მერაბ თევზაძე (1939-2011)

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საინჟინრო გეოდეზიის ეროვნული სამეცნიერო სკოლის წინამძღოლი. 1961 წელს სამთო ინჟინერ-მარკშეიდერის წოდება მიენიჭა. 1965 წელს ჩაერიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტის ასპირანტურაში, საიდანაც მივლენილ იქნა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის გეოდეზიის კათედრაზე. 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო გეოდეზიისა და სამარკშეიდერო საქმის კათედრაზე. 1985 წელს მერაბ თევზაძე ამ კათედრის გამგედ აირჩიეს. 1998 წელს მოსკოვის სამთო ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში,

Комментарии

ნანა ფანჩულიძე

05.03.2022 17:48

გიორგი ალექსანდრეს ძე ფანჩულიძის საფლავს ვეძებ.

ლალი თევზაძე

19.12.2021 20:02

მამას გარდაცვალებიდან ათი წლისთავზე, სრულიად მოულოდნელი და ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის მისი სასაფლაოს ფოტოს ამ რუბრიკის ქვეშ ხილვა. ვისი მადლიანი ხელი ურევია ამ საქმეში? გთხოვთ შეგვეხმიანეთ.