ნიკო ქორთუა (1922-1998)

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თელავის უნივერსიტეტის რექტორი. მის სახელს უკავშირდება თელავში შვიდ ჰექტარზე წიწვოვანი ტყე-პარკის გაშენება. დაკრძალულია თელავის უნივერსიტეტის ეზოში, თავისივე აგებული სასწავლებლის წინ. ფოტოებისა და ტექსტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით თელავის პროფესიული კოლეჯის დირექტორს ბატონ კოტე დოლიძესა და ხარისხის მართვის მენეჯერს, ქალბატონ ნაირა ჭინჭარაშვილს.