ვანო ნასიძე (1964-2012)

გენეტიკოსი და ანთროპოლოგი 1964 წლის 26 მაისს დაიბადა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კავკასიური პოპულაციების გენეტიკურ შესწავლას მიუძღვნა. სწავლობდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვანო ნასიძის ნაშრომების უმეტესობა მიძღნილია კავკასიური პოპულაციებისადმი. 1998 წ - გარდაცვალებამდე (2012 წ) მოღვაწეობდა მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში, გენეტიკის დეპარტამენტში (ლაიპციგი, გერმანია). დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.