თედო ჟორდანია (1854-1916)

ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე. 1878 წელს შევიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობასაც. ხელი მოჰკიდა საქართველოს სიძველეების მიკვლევა-დაუნჯებას და შესწავლას. თედო ჟორდანია აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც გამოირჩეოდა. იყო საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს, საეკლესიო სიძველეთა დაცვის მზრუნველი კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.