მიხეილ ვაშაკიძე (1909-1956)

ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954). 1936–1956 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. წამოაყენა ვარსკვლავთა სივრცული განაწილების შესწავლის ახალი მოხერხებული მეთოდი, რომელიც ცნობილია ვაშაკიძე-ოორტის მეთოდის სახელწოდებით. მისი სახელი მიაკუთვნეს მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს. დაკრძალულია აბასთუმნის ობსერვატორიის სასაფლაოზე.

საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ია სურმანიძემ, რისთვისაც ვუხდით უღრმეს მადლობას, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მარიამ სურმანიძეს.