დავით ბატონიშვილი, ბაგრატიონი (1767-1819)

ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი 1800-1801, მწერალი, მეცნიერი, გენერალ-ლეიტენანტი. რუსეთის მთავრობამ მას მეფობა არ დაუმტკიცა. 1803 ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გადაასახლეს. აქ გაიშალა მისი მეცნიერული და ლიტერატურული მოღვაწეობა. დაკრძალულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, მასთან ერთად დაკრძალულია მისი ძმა - თეიმურაზ ბატონიშვილი. საფლავზე არის მოოქროვილი ბრინჯაოს დაფა ეპიტაფიით.