კაპრალი, შინდისის გმირი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი. ბოლო ბრძოლა კახა კოშაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მტერთან შეტაკებისას დაიღუპა. დღის პირველი საათისთვის ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, კახას სიცოცხლეც დასრულდა და მისი სახელი მარადისობამ მიისაკუთრა. „მე თვითონ ჩამოვალო“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მერე კავშირი შეწყდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.