კონსტანტინე სუხიაშვილი (1902-1955)

კონტრ-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, კასპიის უმაღლესი სამხედრო საზღვაო სასწავლებლის უფროსი, 77-ე მეზღვაურთა ბრიგადის მეთაური, პორტკალა-უდის სამხედრო საზღვაო ბაზის მეთაური (1945-1951) დაიბადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1918 წელს; ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-საზღვავო სასწავლებელი 1925 წელს; გენშტაბის აკადემია 1955 წელს. 1941-1945წწ. დიდ სამამულო ომში იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, თავი გამოიჩინა ვორონეჟისა და როსტოვის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. 1944 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საზღვრების ბაზების აღდგენაში. დაკრძალულია მოსკოვში. ნოვოდევიჩის სსაფლაოზე.

Комментарии

Тамара

08.01.2021 09:50

Здравствуйте, а где можно найти его семью?