გივი კობალაძე (1922-2004)

შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შექმნისთანავე (1968 წ.), მიიღო გადაწყვეტილება, მხარში ამოდგომოდა თავის კოლეგას, ყინულოვან კაპიტანს ანატოლი კაჭარავას, რომელიც სანაოსნოს უფროსად დაინიშნა. კაპიტანი გივი კობალაძე ანდერძისამებრ შემოქმედშია დასაფლავებული. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა შოთა ერქომაიშვილმა.