ნოდარ ჯობავა (1938-1991)

საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მშენებელ-ინჟინერი.

1967-1969 წლებში იყო თბილისის საშენ მასალათა დამუშავების კომბინატის მთავარი ინჟინერი, შემდეგ დირექტორი. 1990 წელს აირჩიეს ზუგდიდის რაიონის ადგილობრივი საკრებულოს წევრად.

გარდაიცვალა 1991 წლის 18 ივნისს; დაკრძალულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.