ელგუჯა მაკარაძე (1963-2022)

ფილოლოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოს მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986 წელს; ასპირანტურა (1989). 1986-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილება, ასპირანტი; საქართველოს ზოოვეტინსტიტუტი, ქართული მეტყველების კულტურის და ენების კათედრის ასისტენტი (1991); 1991-1996წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1996-2000წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 2000-2005წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე.

დაკრძალულია ახალშენის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გოგი მაკარაძემ.