ნიაზ დიასამიძე (1927-1970)

ხელოვანი, თბილისის კოლორიტი. თანამშრომლობდა გაზეთ „თბილისის“, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“, ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციებთან. მუშაობდა სახელმწიფო ფილარმონიაში და საქართველოს ტელევიზიაში. ნიაზ დიასამიძე უკრავდა ფორტეპიანოზე, აქანდაკებდა და წერდა ლექსებს. მის ლექსებზე სიმღერები შექმნეს გოგი ცაბაძემ და ნუნუ დუღაშვილმა. „ორერას“ სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლად ჩამოყალიბების დროს ის ფილარმონიის თანამშრომელი იყო. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა გულომ.