სულხან მოლაშვილი (1969-2016)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს. 1986-1987წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში; 1992-1994წწ. უზენაესი სასამართლოს ინსპექტორი; 1994-1996წწ. კონსულტანტი; 1996 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.