ნინა ჟვანია (1917-1990)

ნინა ჟვანიას შესახებ თბილისში ლეგენდები დღემდე დადის, მისი გარეგნობა და ხასიათი წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩა ყველასთვის, ვისაც პირადად იცნობდა. ის ე.წ. "კალინინის რაიკომის" მდივანი გახლდათ. როგორც მისი თაობის თბილისელები იხსენებენ, ნინა ჟვანია საქმის გამკეთებელი ქალი იყო, რომელსაც საკუთარი ქალაქი ძალიან უყვარდა. ჟვანიას შეძლებული და გავლენიანი ოჯახი ჰყავდა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.