ვახტანგ გოგუაძე (1940-2007)

პოლიტიკოსი, პარლამენტის სპიკერი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1967–1985 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე. 1985–1992 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი იდეურ-აღმზრდელობით დარგში. იკვლევდა ადამიანის ფილოსოფიურ, პრობლემატიკას; სხვადასხვა დროს იყო ეროვნული კონგრესის წევრი (1990). 1992 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მდივანი, 2001–2007 წლებში იყო საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის თავმჯდომარე.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა დათო წულაიამ.