გიორგი ჭანტურია (1959-1994)

პოლიტიკოსი, დისიდენტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი. 989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით პატიმრობაში იყო. 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჭანტურია ედუარდ შევარდნაძის მიმართ ზომიერ ოპოზიციაში იყო, თუმცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შემდეგ მისი პოზიცია უფრო კრიტიკული გახდა. 1994 წ. 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, საკუთარი სადარბაზოს წინ გამომავალ გია ჭანტურიას და მის ავტომობილს უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი. ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა,  მკვლელობა საბოლოოდ გამოუძიებელი დარჩა, დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიის ეზოში.