არქიტექტორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), სსრკ სახალხო არქიტექტორი (1970).
1922-1929 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1936-1944 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. 1948 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1959-1962 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.