შალვა ძნელაძე (1892-1934)

ფერმწერი, გრაფიკოსი.

დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბურნათში. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ვ. კროტკოვი. ქუთაისის შემდეგ, სწავლას აგრძელებს თბილისის სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან არსებულ სამხატვრო სკოლაში. 1913-1917 წლებში სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებელში. 1917 წელს შალვა ძნელაძე ბრუნდება საქართველოში.

დაკრძალულია ჩოხატაურში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა გვერდმა "შალვა ძნელაძის შემოქმედება".