ანდრო კანდელაკი (1919-1988)

მხატვარი, ილუსტრატორი, სამხედრო მხატვარი და კარიკატურისტი. თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემებთან, მათ შორის, ჟურნალ "ნიანგთან". მის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ სერიას, პოლიტიკური კარიკატურა წარმოადგენს. თემატიკა ფართოა - მეორე მსოფლიო ომი, რომელსაც მხატვარი ჩვეული სარკაზმითა და სიზუსტით ეხმიანება. პირველი კარიკატურა 1935 წელს, ჟურნალ „ნიანგში" დაიბეჭდა, მას შემდეგ იგი სისტემატურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. კანდელაკი ქართული მულტფილმების კინოსტუდიის მთავარი მხატვარი იყო. ასევე, მისი დასურათებულია საბავშვო ლიტერატურის მრავალი ნაწარმოები. დკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.