ვანო ენუქიძე (1907-1979)

მხატვარი, ემიგრანტი დაიბადა ქუთაისში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში.. პარიზში გადასვლის შემდეგ მიიღო იურიდიული განათლება. რონსონის აკადემიაში შეისწავლა ფრესკული მხატვრობა. პერსონალური გამოფენები მოეწყო პარიზსა და შვეიცარიაში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.