ალექსანდრე ციმაკურიძე (1882-1954)

ფერმწერ-პეიზაჟისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. 1906 წელს განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვების სკოლაში. 1922 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამხატვრო აკადემიაში. გამოჩენილი ფერმწერი თანამედროვე ქართული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.