ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს სახალხო მხატვარი. 1918 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-მექანიკურ ფაკულტეტზე, რომელსაც მეოთხე კურსიდან თავი დაანება და დაიწყო მხატვრად მუშაობა მიწათმოწყობის სახალხო კომისარიატში, სადაც იღებდა ასლებს კუსტარული მრეწველობის განყოფილებაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.