რობერტ შავლაყაძე (1933-2020)

მძლეოსანი (სიმაღლეზე ხტომა). 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ლენინის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და სოკის ორდენის კავალერი.

1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 60, 62), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის გამარჯვებული (1957, 58, 59, 60, 61, 62, 63), „გიგანტთა მატჩში“ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). საუკეთესო შედეგი — 217 სმ. იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1988-93). პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სეოკის აღმასკომის წევრი. 1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე რობერტ შავლაყაძემ 3-ჯერ გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი. ფინალში ჯერ 212 სმ დაძლია, შემდეგ 214 სმ, ჩემპიონობა კი 216 სმ-ზე გადებულ თამასაზე გადახტომით მოიპოვა. 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა. 1977–1980 წლებში კონგოს მძლეოსანთა ნაკრებს წვრთნიდა. 1981–1993 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნატო შავლაყაძემ.