ქეთევან ლოსაბერიძე (1949-2022)

პირველი და ერთადერთი ევროპელი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსანი ქალი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2018) და ხალხთა მეგობრობის ორდენით.

დაკრძალულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გიორგი ნანიკაშვილმა.